16 წელი - ლიდერთა შორის !

კომპანია დაარსებულია 1997 წლის 23 ივნისს.

კომპანია დაფუძნებული იქნა გიორგი ცერცვაძის მიერ. ამჟამად მისი მმართველი პარტნიორები არიან საქართველოს მოქალაქეები: გიორგი ცერცვაძე (გენერალური დირექტორი), ნინო კალანდია, ფრიდონ ალშიბაია და მაია ცერცვაძე.

1997 წლის 8 ივლისი - გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია.

1997 წლის ოქტომბერი - აიღო აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია.

1997 წლის ნოემბერი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპს „იბერ-ინფო“ (წილობრივი მონაწილეობა - 75%); ამ ფირმის ბაზაზე მოხდა ცნობილი საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის „ინფო ბუღალტერის“ ქართული ვერსიის შექმნა და მისი გავრცელება საქართველოში. ამჟამად უნივერსალური საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტერი“ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ პროგრამას ჩვენს ქვეყანაში. პროგრამის მომხმარებელთა შორის არიან ისეთი ცნობილი საწარმოები, როგორებიცაა შპს „საქაერონავიგაცია“, სს „ენგურჰესი“, შპს „თბილავიამშენი“, სს „თბილღვინო“, სს „ბაგრატიონი-1882“, შპს „კასტელი-საქართველო“, შპს „რუსთავი-2“, შპს „გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ და სხვა. პროგრამა ეფექტიანად გამოიყენება როგორც საბუღალტრო, ასევე აუდიტორული მიზნებითაც.

1998 წელი - გაფორმებული იქნა ხელშეკრულებები აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების შესახებ რამდენიმე ათეულ საწარმოსთან, მათ შორის შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“-სთან ("GWS") და შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“-სთან ("Frontera Eastern Georgia").

1999 წლის 6 სექტემბერი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპს „ააფ-მენეჯმენტი“ (წილობრივი მონაწილეობა - 100%), რომელიც სპეციალიზდება საწარმოთა მმართველობით კონსალტინგში და საგამომცემლო ბიზნესში. ამ ფირმის ბაზაზე გამოიცემა ყოველთვიური პროფესიონალური ჟურნალი ფინანსური სფეროს სპეციალისტებისათვის „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ (გამოდის 2000 წლის იანვრიდან; მთავარი რედაქტორი - გიორგი ცერცვაძე) და ყოველკვარტალური ჟურნალი მენეჯერებისათვის „ბიზნესი და მენეჯმენტი“ (გამოდის 2004 წლის აპრილიდან; მთავარი რედაქტორი - თემურ იობაშვილი). ეს ჟურნალები ვრცელდება მთელს საქართველოში.

1999 წლის ნოემბერი - ჩაატარა სააქციო საზოგადოება „თბილღვინო“-ს კონვერსია (აღრიცხვა-ანგარიშგების გადაყვანა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით). ეს იყო ერთ-ერთი პირველი სრულად ჩატარებული კონვერსია საქართველოში. შემდგომში, 2000-2001 წლებში შპს აუდიტურმა კონცერნმა „ცოდნისა“-მ ჩაუტარა კონვერსია რამდენიმე ათეულ საწარმოს, რომელთა შორის იყვნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებიც - სს „გერგეთი“, სს „ინფოკომი“ და შპს „საქაერონავიგაცია“.

1999 წლის ნოემბერი - გაფორმებული იქნა ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურებაზე იტალიურ (ტრანსნაციონალურ) სახელმწიფო კონცერნთან "SAIPEM"-თან.

2000 წლის თებერვალი - ჩაატარა სააქციო საზოგადოება „დავით სარაჯიშვილი და ენისელის“ ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობის ექსპერტიზა ინვესტორთა დაკვეთით.

2001 წლის დეკემბერი-2002 წლის თებერვალი - საერთაშორისო აუდიტურ კომპანიასთან "MAZARS"-თან ერთად, ერთობლივად ჩატარებული იქნა შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის“ საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება.

2002 წლის აპრილი შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ გახდა გამარჯვებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩატარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისათვის აუდიტური კომპანიების შერჩევის მიზნით.

2002 წლის ივნისი - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ გახდა პირველი ქართული აუდიტური კომპანია, რომელმაც საჯაროდ გამოაქვეყნა თავისი წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება.

2002 წლის 31 დეკემბერი - დააფუძნა შვილობილი აუდიტური კომპანია შპს „ააფ-კონსალტინგი“ (წილობრივი მონაწილეობა - 100%), რომელიც სპეციალიზდება საწარმოთა ფინანსურ კონსალტინგში და ბუღალტრულ მომსახურებაში. დღეისათვის ეს კომპანია ბუღალტრულ მომსახურებას უწევს ისეთ საწარმოებს, როგორიცაა სს „თბილღვინო“, შპს „მობიტელი“, შპს „ციტო“ და შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისი“.

2004 წლის თებერვალი - შეადგინა სააქციო საზოგადოება „საქართველოს ავიახაზების“ სალიკვიდაციო ბალანსი.

2004 წლის 16 აპრილი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპს „სოფტ-ინფო“ (წილობრივი მონაწილეობა - 100%), რომელიც სპეციალიზდება ორიგინალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში. ამჟამად ამ ფირმის მიერ ხდება ელექტრონული საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზის - „ინფო კონსულტანტის“ გავრცელება საქართველოში.

2004 წლის მაისი - ჩაატარა შპს „საქაერონავიგაციის“ ძირითადი საშუალებებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრული ინვენტარიზაცია.

2004 წლის ივნისი - შეადგინა სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება.

2005 წელი - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სარეიტინგო მაჩვენებლების მიხედვით, შევიდა ქართული აუდიტური კომპანიების („დიდი ოთხეულის“ საერთაშორისო აუდიტური კომპანიების მაჩვენებლების გაუთვალისწინებლად) საუკეთესო ათეულში.

2006 წლის აგვისტო - ჩაატარა სსიპ „საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის“ 2005 წლის აღრიცხვა-ანგარიშგების აუდიტი.

2006 წელი - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სარეიტინგო მაჩვენებლების მიხედვით, პირველად შევიდა ქართული აუდიტური კომპანიების საუკეთესო ხუთეულში („დიდი ოთხეულის“ საერთაშორისო აუდიტური კომპანიების მაჩვენებლების გაუთვალისწინებლად).

2007 წლის ნოემბერი - ბათუმში გაიხსნა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს წარმომადგენლობა, რომელიც 2013 წელს გარდაიქმნა ბათუმის ფილიალად.

2007 წელი - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს კონსოლიდირებულმა ამონაგებმა (ფასს-ებით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით) დღგ-ის გარეშე პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ლარს.

2007-2008-2009 წლები - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ ოფიციალური სარეიტინგო მაჩვენებლების მიხედვით მუდმივად ხვდება ქართული აუდიტური კომპანიების საუკეთესო ხუთეულში („დიდი ოთხეულის“ საერთაშორისო აუდიტური კომპანიების მაჩვენებლების გაუთვალისწინებლად).

2010 წელი - შპს „ცოდნისა“-მ მოიგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი ოთხი უმსხვილესი სსიპ-ის („სამოქალაქო რეესტრი“, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, „აღსრულების ეროვნული ბიურო“ და „საქართველოს ეროვნული არქივი“) აუდიტზე და ჩაატარა მათი აუდიტორული შემოწმება.

2010 წლის აპრილი-2012 წლის იანვარი - განხორციელდა ცვლილებები კომპანიის მენეჯმენტში: შპს „ცოდნისა“-ს დირექტორებად დაინიშნენ ნინო კალანდია და ფრიდონ ალშიბაია. შპს „ააფ-კონსალტინგი“-ს აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ნინო კალანდია, ხოლო შპს „ააფ-მენეჯმენტი“-ს გენერალურ დირექტორად - ფრიდონ ალშიბაია.

2011-2013 წლები - შპს „ცოდნისა“-ს წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდნენ მეკავშირე ფირმები: შპს „ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაცია“ (იურიდიული მომსახურება; დირექტორი - გიორგი ბოჭორიშვილი), შპს „იმერ-ინფო“ (საკონსულტაციო მომსახურება; დირექტორი - ბექა დოღონაძე), შპს „აბსცისა“ (პროგრამული უზრუნველყოფა; დირექტორი - გიორგი მეფარიშვილი) და შპს „აუდიტ-არტი“ (აუდიტორული მომსახურება; დირექტორი - ზურაბ ართმელაძე).

2011 წლის აგვისტო - დააფუძნა შპს „ააფ-კაპიტალი“ (წილობრივი მონაწილეობა - 56%), რომლის დირექტორად დაინიშნა ნინო კაჭარავა. ამ ფირმის ბაზაზე გაიხსნა სასწავლო ცენტრი და დაიწყო სწავლება სასერტიფიკაციო პროგრამით AAFC.

2011 წელი - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ ჩართული იქნა როგორც A კატეგორიის ფირმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირთა სიაში.

2012 წელი - გაიხსნა რეგიონული ცენტრი დასავლეთ საქართველოში (ქ. ქუთაისში), რომლის დირექტორად დაინიშნა ბექა დოღონაძე.

2012 წელი - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ გახდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური სპონსორი.

2012 წელი - შპს „ცოდნისა“-ს ინდივიდუალურმა (არაკონსოლიდირებულმა) ამონაგებმა დღგ-ის გარეშე პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ლარს.

2013 წელი - გაიხსნა ფილიალი თელავში, რომლის დირექტორად დაინიშნა ანა ღვინეფაძე.

2013 წლის 7 დეკემბერი - შემოსავლების სამსახურმა ჩაატარა ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირთა ტესტირება, რომელშიც მონაწილეობდა 649 კანდიდატი (მოქმედი აუდიტორები და საგადასახადო კონსულტანტები). გამსვლელი საგამოცდო ქულა იყო 70%. ეს რთული გამოცდა წარმატებით ჩააბარა მხოლოდ 8 მონაწილემ (მოგვიანებით, კიდევ რამდენიმე კაცი დაემატა შედეგების გასაჩივრებისა და საპრეტენზიო კომისიის მიერ მათი განხილვის შემდეგ). ერთ-ერთი მათგან, ვინც გამოცდა წარმატებით ჩააბარა, შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს გენერალური დირექტორი გიორგი ცერცვაძე იყო. ამასთან, გიორგი ცერცვაძის მიერ ნაჩვენები შედეგი 90% აღმოჩნდა საუკეთესო გამოცდაზე მონაწილე ყველა კანდიდატის შედეგებს შორის.

2013 წელი - შპს „ცოდნისა“-ს ინდივიდუალურმა (არაკონსოლიდირებულმა) ამონაგებმა დღგ-ის გარეშე კვლავ გადააჭარბა 1 მილიონ ლარს.

ჩვენი ბიზნესი ლეგალურია;

ჩვენი პრინციპულობა - ცნობილი;

ჩვენი საქმიანი გამოცდილება - მრავალფეროვანი;

ჩვენი წარმატებები - რეალური.

ითანამშრომლეთ ჩვენთან !