soft-info

შპს "იბერ–ინფო", დაფუძნებულია 1997 წლის 12 ნოემბერს

საწესდებო კაპიტალი - 8000 ლარი.

დამფუძნებლები:
შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა" - 75%;
მაია ცერცვაძე - 15%;
ალექსანდრე ჯანიაშვილი - 10%.

დირექტორები:
მაია ცერცვაძე, გიორგი ცერცვაძე


კომპანიის დაარსება განაპირობა მისი დამფუძნებლების სურვილმა,შეექმნათ ფირმა, რომელიც შექმნიდა ცნობილი საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის "ინფო ბუღალტერის" ქართული ვერსიას და მოახდენდა მის გავრცელებას მთელს საქართველოში.

1997 წლის დეკემბერში გაფორმდა ხელშეკრულება დილერობაზე "ინფო ბუღალტერის" მწარმოებელთან, ფირმა "ინფორმატიკ"-თან (მოსკოვი). ამავდროულად, გადაწყდა, რომ შპს "იბერ-ინფო" შეისყიდდა "ინფო ბუღალტერის" მხოლოდ პროგრამულ ნაწილს, ხოლო პროგრამის საბუღალტრო ნაწილი მთლიანად დამზადდებოდა საქართველოში.

1998 წლის იანვარში გაიყიდა პირველი ქართული "ინფო ბუღალტერი". საქმიანობის პირველსავე წელს შპს "იბერ-ინფომ" გაყიდა ასზე მეტი პროგრამა, ხოლო ამჟამად მას ჰყავს რამდენიმე ათასი მომხმარებელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი საწარმოები, როგორიცაა: სს "ენგურჰესი", შპს "საქაერონავიგაცია", შპს "თბილავიამშენი", შპს "ინტერპლასტი", სს 'თბილღვინო", შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია" (GWS), სს "თელავის ღვინის მარანი", სს "ბაგრატიონი-1882", სს "ვაზიანი", სს "ყაზბეგი", შპს "კასტელი-საქართველო", შპს "სანტე", შპს "ნიკორა", შპს "მზეკაბანი", შპს "ახალი სამშენებლო კომპანია", შპს "სენტა პეტროლიუმი", შპს "სოკარ ენერჯი საქართველო", შპს "ბარვილ-ჯორჯია", შპს "ინსტრა", შპს "ეტიკეტი", შპს "ჯეონეთი", შპს "ახალი ნათება", შპს "შარმტრეიდინგი", შპს "რუსთავი-2", რადიო "უცნობი", სს "ქართული ფილმი", სსიპ "მარჯანიშვილის სახ. აკადემიური დრამატული თეატრი" და სხვ.

1998 წლის აგვისტოში შპს "იბერ-ინფოს" მიენიჭა "ინფო ბუღალტერის" საქართველოში დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება.

2002 წელს შპს "იბერ-ინფო" დასახელდა "ინფო ბუღალტერის" საუკეთესო საზღვარგარეთელ დილერად დსთ-ის ქვეყნებში.

2007 წლის ნოემბერში გაიხსნა კომპანიის წარმომადგენლობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

2007 წლის ნოემბერში შპს "იბერ-ინფოს" მიენიჭა "ინფო ბუღალტერის" დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამჟამად კომპანია მუშაობს "ინფო ბუღალტერის" სომხური ვერსიის შექმნაზე.