soft-info

შპს "სოფტ–ინფო", დაფუძნებულია 2004 წლის 29 მარტს.

საწესდებო კაპიტალი - 8000 ლარი.

დამფუძნებლები:
შპს "იბერ-ინფო" - 70%;
შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა" - 30%.

დირექტორები:
მაია ცერცვაძე, გიორგი ცერცვაძე


კომპანიის დაარსება განაპირობა მისი დამფუძნებლების სურვილმა, შეექმნათ ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა, რომელიც სპეციალიზირებული იქნებოდა ორიგინალური ქართული კომპიუტერული პროგრამების შექმნაში, აგრეთვე, საწარმოების დაკვეთით სხვადასხვა პროგრამული ამოცანების გადაწყვეტაში.

2005 წლის მაისში კომპანიამ შეისყიდა "სოფტმასტერის" საკანონმდებლო ტექსტების ელექტრონული ბაზა. ამ ბაზის საფუძველზე შექმნა ახალი კომპიუტერული პროგრამა - განახლებადი ელექტრონული საკანონმდებლო ბაზა "ინფო კოდექსი" და დაიწყო მისი გავრცელება მთელს საქართველოში.

2006 წლიდან საკანონმდებლო ბაზას დაემატა საკონსულტაციო ნაწილი - "კითხვა-პასუხი", ფასს-ებისა და ბასს-ების კომენტარები და ტიპური ხელშეკრულებები, აგრეთვე, სავალუტო კურსების ცნობარი. ამის გამო, პროგრამას შეეცვალა სახელი და ამჟამად მისი გავრცელება ხდება ახალი სახელით - განახლებადი ელექტრონული საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზა "ინფო კონსულტანტი".

შპს "სოფტ-ინფო" ასრულებს სპეციალურ პროგრამულ შეკვეთებს იმ საწარმოებისათვის, რომლებიც აღრიცხვას აწარმოებენ საბუღალტრო პროგრამა "ინფო ბუღალტერის" საშუალებით. მათ შორის, კომპანიას შესრულებული აქვს პროგრამული დაკვეთები ისეთი მსხვილი საწარმოებისათვის, როგორიცაა "ყაზბეგი", "კასტელი-საქართველო", "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები", "შირნჰოფერი" და სხვ.