soft-info

შპს "ააფ–მენეჯმენტი", დაფუძნებულია 1999 წლის 20 აგვისტოს.

საწესდებო კაპიტალი - 8000 ლარი.

დამფუძნებლები:
შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა" - 100%;

დირექტორები:
ფრიდონ ალშიბაია, გიორგი ცერცვაძე


კომპანიის დაარსება განაპირობა მისი დამფუძნებლების სურვილმა, შეექმნათ ისეთი საგამომცემლო და საკონსულტაციო ფირმა, რომელიც გამოსცემდა პროფესიულ ჟურნალებს მეწარმეებისა და ფინანსისტებისათვის და ამავდროულად გაუწევდა საწარმოებს კონსულტაციებს მმართველობით საკითხებში.

2000 წლის 30 იანვარს დაარსებული იქნა ყოველთვიური ჟურნალი "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები" ("ააფი"). ჟურნალის მთავარი რედაქტორი, მისი პირველი ნომრიდან დღემდე, არის შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს გენერალური დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი ცერცვაძე. "ააფი"-ს ტირაჟია 1200 ეგზემპლარი, რომლის ძირითადი ნაწილი (90%-ზე მეტი) ვრცელდება ხელმოწერების გზით მთელს საქართველოში.

2001-2003 წლებში შპს "ააფ-მენეჯმენტი" მმართველობით კონსულტაციებს (პერსონალის შერჩევის საკითხებში) უწევდა იტალიურ კონცერნს "SAIPEM".

2004 წლის 19 აპრილს დაარსებული იქნა ყოველკვარტალური ჟურნალი მენეჯერებისათვის "ბიზნესი და მენეჯმენტი" ("ბიზნესმენი"). ჟურნალის რედაქტორები არიან გიორგი ცერცვაძე და თემურ იობაშვილი. "ბიზნესი და მენეჯმენტის " ტირაჟია 1000 ეგზემპლარი, რომელიც, ისევე როგორც "ააფი", ძირითადად (ტირაჟის 80%-ზე მეტი) ვრცელდება ხელმოწერების გზით მთელს საქართველოში.
 

შპს "ააფ-მენეჯმენტის" დამატებითი საქმიანობაა ქართულ ენაზე ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურის გამოცემა. დღეისათვის სულ გამოცემულია 7 წიგნი:

1. ო’ჰენრი. ნოველების კრებული "მოგვთა საჩუქრები" (2002 წ., მთარგმნელი - ზურაბ ცერცვაძე);
2. რეიმონ რადიგე. "მაცდური სხეულში" (2004 წ., მთარგმნელი - მაია ქაცანაშვილი);
3. ჯეკ ლონდონი. მოთხრობების კრებული "ზღაპრის დასასრული" (2005 წ., მთარგმნელი - ზურაბ ცერცვაძე);
4. ანდრე ჟიდი. "ვიწრო კარიბჭე" (2006 წ., მთარგმნელი - მაია ქაცანაშვილი);
5. ჩარლზ დიკენსი. მოთხრობების კრებული "საშობაო მოთხრობები" (2007 წ., მთარგმნელი - ზურაბ ცერცვაძე);
6. ო’ჰენრი. ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი" (2008 წ., მთარგმნელი - ზურაბ ცერცვაძე);
7. რეიმონ კენო. "ქალი არ უნდა გაანებივრო" (2008 წ., მთარგმნელი - მაია ქაცანაშვილი).