უპირატესობა შედეგია ცოდნისა

შპს "ააფ-მენეჯმენტის" ადმინისტრაციისა და "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" რედაქციის განცხადება
 21/12/2024

უპირველესად, ვგმობთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას, მათ შორის, მომიტინგეთა არაერთგზის ცემის ფაქტებს და განსაკუთრებით - ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებს. კატეგორიულად ვითხოვთ დამნაშავე პირების გამოვლენას და დასჯას!

მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, არ გადაუხვიოს ქართველი ხალხის სტრატეგიული არჩევანისგან, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს არსებული სიტუაციის განმუხტვისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ და გააუმჯობესოს საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან (პირველ რიგში - ევროკავშირთან და აშშ-სთან) ურთიერთობები; ასევე გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ხელს შეუწყობს და დააჩქარებს. 

საქართველოს მომავალი ევროპაშია. საბჭოთა კავშირში არ დავბრუნდებით!

 

ფრიდონ ალშიბაია, გიორგი ცვერცვაძე, თემურ იობაშვილი