g_tsertsvadze

გიორგი ცერცვაძე

დაიბადა 1965 წლის 31 აგვისტოს ქ. თბილისში. 1982 წელს დაამთავრა ქ. თბილისის აკად. ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა. 1989 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებში იყო სახელობითი (ლენინური) სტიპენდიანტი, პროგრამირებაში საერთო-საკავშირო სტუდენტური ოლიმპიადების ორგზის მონაწილე და ლაურეატი. ვრცლად...

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. მოსკოვში. 1990-1992 წლებში – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მ.ვ. კელდიშის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტია. ამავე ინსტიტუტში 1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მათემატიკური მოდელირების სპეციალობით. არის 10 სამეცნიერო შრომის ავტორი. 1993-97 წლებში ეწეოდა საბუღალტრო და აუდიტორულ საქმიანობას ქ. მოსკოვში, მუშაობდა სხვადასხვა კომერციულ ფირმებში ბუღალტრად და საგადასახადო კონსულტანტად, მათ შორის ТОО "Карпе Дием"-ის მთავარ ბუღალტრად და ЗАО "Ин-Аудит"-ის აუდიტორად. საქართველოში დაბრუნებისთანავე, 1997 წლის ივნისში დააარსა აუდიტური კომპანია – შპს "ცოდნისა" და დაფუძნებიდან დღემდე ამ ფირმის გენერალური დირექტორია. არის შპს "ცოდნისა"-ს შვილობილი კომპანიების: შპს "იბერ-ინფოს", შპს "სოფტ-ინფოს", შპს "ააფ-მენეჯმენტის" და შპს "ააფ-კონსალტინგის" დაფუძნების ინიციატორი და დირექტორი, საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის _ ქართული "ინფო ბუღალტერის" შექმნის ინიციატორი, ორგანიზატორი და თანაავტორი. 2000 წლის იანვრიდან დღემდე ყოველთვიური პროფესიონალური ჟურნალის "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" გამომცემელი და მთავარი რედაქტორია, ხოლო 2004 წლის აპრილიდან _ ყოველკვარტალური ჟურნალის "ბიზნესი და მენეჯმენტის" გამომცემელი. 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2000-2009 წლებში კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2011 წლიდან კითხულობს ლექციებს შპს „ააფ-კაპიტალის“ სასწავლო ცენტრში.
არის სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი და აუდიტორი ზოგად, სადაზღვევო და საბანკო აუდიტში.
 

m_tsertsvadze

მაია ცერცვაძე

დაიბადა 1963 წლის 1 იანვარს ქ. თბილისში. 1979 წელს დაამთავრა ქ. თბილისის აკად. ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა. 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო-მექანიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებში იყო სახელობითი სტიპენდიანტი. ვრცლად...

1984 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური ელექტრონიკის კათედრაზე. 1991-1995 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ასპირანტია. 1996 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დარგში მართვის სისტემებისა და გამოთვლითი ტექნიკის ელემენტების სპეციალობით. 1998 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტია. არის 17 სამეცნიერო შრომისა და ორი გამოგონების ავტორი. 1997 წლიდან დღემდე – შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"–ს მმართველი პარტნიორი და შპს "იბერ-ინფო"–ს გენერალური დირექტორია, ხოლო 2004 წლის აპრილიდან დღემდე _ შპს "სოფტ-ინფო"–ს გენერალური დირექტორი. არის ქართული "ინფო ბუღალტერის" თანაავტორი. 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  

 

ნინო კალანდია

 

დაიბადა 1983 წლის 3 მაისს ქ. თბილისში. 2000 წელს დაამთავრა . თბილისის აკად. . გეგელიას სახელობის (ყოფილი კომაროვის სახელობის) ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა. 2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 2006 წელს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა.

 

2003 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო მუშაობა შპს აუდიტური კონცერნი `"ცოდნისას" აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერის თანამდებობაზე. 2005 წლის იანვარში დაინიშნა ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორად. 2007-2008 წლებში მუშაობდა სს "ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო"-ში ჯერ აღრიცხვის მენეჯერის, ხოლო შემდგომ ფინანსური კონტროლის / საგადასახადო აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე. ამავე წლებში შეთავსებით აგრძელებდა მუშაობას შპს "ცოდნისა"-ში, რომლის ეგიდით მონაწილეობდა არაერთი საწარმოს აუდიტორულ ან საკონსულტაციო მომსახურებაში. 2010 წლის აპრილში დაინიშნა შპს "ცოდნისას" და მისი შვილობილი კომპანიის შპს "ააფ-კონსალტინგის" აღმასრულებელ დირექტორად. 2010 წლის 18 ივნისიდან არის შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისას" მმართველი პარტნიორი.

 

p_alshibaia

ფრიდონ ალშიბაია

დაიბადა 1985 წლის 6 ივნისს ქ. ქუთაისში. 2002 წელს დაამთავრა . ქუთაისის #1 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა. სკოლაში სწავლის პერიოდში იყო რესპუბლიკური ოლიმპიადების მონაწილე და ლაურეატი მათემატიკასა და ფიზიკაში. 2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.

2009 წელს გახდა კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრი. 2010 წლიდან სწავლობს ამავე ფაკულტეტის დოქტორანტურაში მათემატიკური ლოგიკის მიმართულებით. 2006 წლის 1 თებერვლიდან 2010 წლის 18 ივნისამდე მუშაობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერის თანამდებობაზე. 2010 წლის 18 ივნისიდან არის შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისას" მმართველი პარტნიორი. 2010 წლის ივლისიდან არის შპს "ააფ-მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი. 2011 წლიდან კითხულობს ლექციებს შპს „ააფ-კაპიტალის“ სასწავლო ცენტრში.