უპირატესობა შედეგია ცოდნისა

აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ - 21 წელი ლიდერთა შორის!

 

კომპანია დაარსებულია 1997 წლის 23 ივნისს.

 

კომპანია დაფუძნებულია გიორგი ცერცვაძის მიერ. ამჟამად მისი მმართველი პარტნიორები არიან საქართველოს მოქალაქეები: გიორგი ცერცვაძე (გენერალური დირექტორი), ნინო კალანდია, ფრიდონ ალშიბაია მაია ცერცვაძე.

 

1997 წლის 8 ივლისი - გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია.

 

1997 წლის ოქტომბერი - აიღო აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია.

 

1997 წლის ნოემბერი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპს „იბერ-ინფო“ (წილობრივი მონაწილეობა - 75%); ამ ფირმის ბაზაზე მოხდა ცნობილი საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის „ინფო ბუღალტერის“ ქართული ვერსიის შექმნა და მისი გავრცელება საქართველოში. სადღეისოდ, საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტერი“ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ პროგრამას ჩვენს ქვეყანაში.

 

1998 წელი - გაფორმებული იქნა ხელშეკრულებები აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების შესახებ რამდენიმე ათეულ საწარმოსთან, რომელთა შორის იყვნენ შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ ("GWS")შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ ("Frontera Eastern Georgia") და შპს „ბემონი“.

 

1999 წლის სექტემბერი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპს „ააფ-მენეჯმენტი“ (წილობრივი მონაწილეობა - 100%), რომელიც სპეციალიზდება საწარმოთა მმართველობით კონსალტინგში და საგამომცემლო ბიზნესში. ამ ფირმის მიერ გამოიცემა ყოველთვიური პროფესიონალური ჟურნალი ფინანსური სფეროს სპეციალისტებისთვის „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ (გამოდის 2000 წლის იანვრიდან; მთავარი რედაქტორი - გიორგი ცერცვაძე) და ყოველკვარტალური ჟურნალი მენეჯერებისთვის „ბიზნესი და მენეჯმენტი“ (გამოდის 2004 წლის აპრილიდან; მთავარი რედაქტორი - თემურ იობაშვილი). ეს ჟურნალები ვრცელდება მთელს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რიგით მეორე შვილობილი კომპანიის დაფუძნებასთან ერთად, „ცოდნისა“ გახდა პირველი ჰოლდინგური ტიპის აუდიტური კომპანია საქართველოში.

 

1999 წლის დეკემბერი - ჩაატარა სააქციო საზოგადოება „თბილღვინო“-ს კონვერსია (აღრიცხვა-ანგარიშგების გადაყვანა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით). ეს იყო ერთ-ერთი პირველი სრულადჩატარებული კონვერსია საქართველოში. შემდგომში, 2000-2001 წლებში შპს აუდიტურმა კონცერნმა „ცოდნისა“-მ ჩაუტარა კონვერსია რამდენიმე ათეულ საწარმოს, რომელთა შორის იყვნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებიც - სს „გერგეთი“, სს „ინფოკომი“ და შპს „საქაერონავიგაცია“.

 

2001 წლის დეკემბერი-2002 წლის თებერვალი - საერთაშორისო აუდიტურ კომპანიასთან "MAZARS"-თან ერთად, ერთობლივად ჩატარებული იქნა შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის“ საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება.

 

2002 წლის აპრილი- შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ გახდა გამარჯვებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩატარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისთვის აუდიტური კომპანიების შერჩევის მიზნით.

 

2002 წლის ივნისი - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ გახდა პირველი ქართული აუდიტური კომპანია, რომელმაც საჯაროდ გამოაქვეყნა თავისი წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება (5 წლის იუბილესთან დაკავშირებით).

 

2002 წლის დეკემბერი - დააფუძნა შვილობილი აუდიტური კომპანია შპს „ააფ-კონსალტინგი“ (წილობრივი მონაწილეობა - 100%), რომსაც შემდგომ შეეცვალა სახელი და ეწოდა შპს „ააფ ინტეგრითი“. 2018 წლის ივლისიდან, შპს „ააფ ინტეგრითი“ არის აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების საერთაშორისო ასოციაციის - „Integra International“-ის წევრი.

 

2004 წლის აპრილი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპს „სოფტ-ინფო“ (წილობრივი მონაწილეობა - 100%), რომის მიერ ხდება ელექტრონული საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზის - „ააფ-ინფო კონსულტანტის“ გავრცელება საქართველოში.

 

2006 წელი - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სარეიტინგო მაჩვენებლების მიხედვით, პირველად შევიდა ქართული აუდიტური კომპანიების საუკეთესო თეულში.

 

2007 წლის ნოემბერი - ბათუმში გაიხსნა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს წარმომადგენლობა, რომელიც 2013 წელს გარდაიქმნა ბათუმის ფილიალად.

 

2007 წელი - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს კონსოლიდირებულმა ამონაგებმა (ფასს-ებით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით) დღგ-ის გარეშე პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ლარს.

 

2007-2008-2009 წლები - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ ოფიციალური სარეიტინგო მაჩვენებლების მიხედვით მუდმივად ხვდება ქართული აუდიტური კომპანიების საუკეთესო თეულში.

 

2010 წელი - შპს „ცოდნისა“-მ მოიგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი ოთხი უმსხვილესი სსიპ-ის („სამოქალაქო რეესტრი“, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, „აღსრულების ეროვნული ბიურო“ და „საქართველოს ეროვნული არქივი“) აუდიტზე და ჩაატარა მათი აუდიტორული შემოწმება.

 

2010 წლის აპრილი-2012 წლის იანვარი - განხორციელდა ცვლილებები კომპანიის მენეჯმენტში: შპს „ცოდნისა“-ს დირექტორებად დაინიშნენ ნინო კალანდია და ფრიდონ ალშიბაია. შპს „ააფ-კონსალტინგი“-ს დირექტორად დაინიშნა ნინო კალანდია, ხოლო შპს „ააფ-მენეჯმენტი“-ს გენერალურ დირექტორად - ფრიდონ ალშიბაია.

 

2011 წლის აგვისტო - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპს „ააფ-კაპიტალი“ (წილობრივი მონაწილეობა - 56%), რომლის დირექტორად დაინიშნა ნინო კაჭარავა. ამ ფირმის ბაზაზე გაიხსნა სასწავლო ცენტრი და დაიწყო სწავლება AAFC სასწავლო-სასერტიფიკაციო პროგრამებით.

 

2011 წელი - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ ჩართული იქნა როგორც A კატეგორიის ფირმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირთა სიაში.

 

2011-2013 წლები - შპს „ცოდნისა“-ს წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდნენ მეკავშირე  ფირმები: შპს „ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაცია“ (იურიდიული მომსახურება; დირექტორი - გიორგი ბოჭორიშვილი), შპს „იმერ-ინფო“ (საკონსულტაციო მომსახურება; დირექტორი - ბექა დოღონაძე) და შპს „აბსცისა“ (პროგრამული უზრუნველყოფა; დირექტორი - გიორგი მეფარიშვილი).

 

2012 წელი - გაიხსნა რეგიონული ცენტრი დასავლეთ საქართველოში (ქ. ქუთაისში), რომლის დირექტორად დაინიშნა ბექა დოღონაძე.

 

2012 წელი - შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ გახდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური სპონსორი.

 

2012 წელი - შპს „ცოდნისა“-ს ინდივიდუალურმა (არაკონსოლიდირებულმა) ამონაგებმა დღგ-ის გარეშე პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ლარს.

 

2013 წელი - გაიხსნა ფილიალი თელავში, რომლის დირექტორად დაინიშნა ანა ღვინეფაძე.

 

2013 წლის 7 დეკემბერი - შემოსავლების სამსახურმა ჩაატარა ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირთა ტესტირება, რომელშიც მონაწილეობდა 649 კანდიდატი (მოქმედი აუდიტორები და საგადასახადო კონსულტანტები). გამსვლელი საგამოცდო ქულა იყო 70%. ამ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს გენერალური დირექტორი გიორგი ცერცვაძე. ამასთან, გიორგი ცერცვაძის მიერ ნაჩვენები შედეგი 90% აღმოჩნდა საუკეთესო გამოცდაზე მონაწილე ყველა კანდიდატის შედეგებს შორის.

 

2014 წელი - შპს „ცოდნისა“ ჩართული იქნა საქართველოს მთავრობის 05.09.2012 წ. N 360 დადგენილებით განსაზღვრულ დამატებითი უფლებამოსილების მქონე აუდიტურ კომპანიათა რეესტრში.

 

2013-2014-2015 წლები - შპს „ცოდნისა“-ს წლიური ინდივიდუალურ (არაკონსოლიდირებულ) ამონაგებდღგ-ის გარეშე კვლავ აჭარბებს 1 მილიონ ლარს და ის ლიდერი ქართული აუდიტური კომპანიების ათეულშია.

 

2016 წლის დეკემბერი - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შპს „ცოდნისა“-ს მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ) აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება.

 

2017 წლის დეკემბერი - 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოიცა წიგნი „ააფის კითხვა-პასუხი - 5 წელი (2013-2017)“, რომელიც მოიცავს ამ წლების განმავლობაში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ რედაქციაში შემოსულ მკითხველთა დაახლოებით 1000 შეკითხვას საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე და მათზე გაცემულ პასუხებს.

 

2017 წლის დეკემბერი - შპს „ცოდნისა“-ს ჩაუტარდა ხარისხის კონტროლის მონიტორინგი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერდა მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მიენიჭა მე-3 ხარისხის კატეგორია.

 

2016-2017 ლები - შპს „ცოდნისა“-მ წლიური ინდივიდუალურ (არაკონსოლიდირებული) ამონაგების მაჩვენებლის მიხედვით, ზედიზედ ორჯერ დაიკავა მე-8 ადგილი ქართული აუდიტური კომპანიების რეიტინგში (ოფიციალური მონაცემების მიხედვით).

 

2018ლი - შპს „ცოდნისა“-ს წლიურმა ინდივიდუალურმა (არაკონსოლიდირებულმა) ამონაგებმა დღგ-ის გარეშე გადააჭარბა მილიონ ლარს.

 

ჩვენი ბიზნესი ლეგალურია;

ჩვენი პრინციპულობა - ცნობილი;

ჩვენი საქმიანი გამოცდილება - მრავალფეროვანი;

ჩვენი წარმატებები - რეალური.

 


ითანამშრომლეთ ჩვენთან!