უპირატესობა შედეგია ცოდნისა

აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“ - 21 წელი ლიდერთა შორის!

 

კომპანია დაარსებულია 1997 წლის 23 ივნისს.

 

კომპანია დაფუძნებულია გიორგი ცერცვაძის მიერ. ამჟამად მისი მმართველი პარტნიორები არიან საქართველოს მოქალაქეები: გიორგი ცერცვაძე (გენერალური დირექტორი), ნინო კალანდია, ფრიდონ ალშიბაია მაია ცერცვაძე.

 

1997 წლის 8 ივლისი - გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია.

 

1997 წლის ოქტომბერი - აიღო აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია.

 

1997 წლის ნოემბერი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპსიბერ-ინფო“ (წილობრივი მონაწილეობა - 75%); ამ ფირმის ბაზაზე მოხდა ცნობილი საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამისინფო ბუღალტერისქართული ვერსიის შექმნა და მისი გავრცელება საქართველოში. სადღეისოდ, საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამაინფო ბუღალტერიწარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ პროგრამას ჩვენს ქვეყანაში.

 

1998 წელი - გაფორმებული იქნა ხელშეკრულებები აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების შესახებ რამდენიმე ათეულ საწარმოსთან, რომელთა შორის იყვნენ შპსქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ ("GWS")შპსფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ ("Frontera Eastern Georgia") და შპს „ბემონი“.

 

1999 წლის სექტემბერი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპსააფ-მენეჯმენტი“ (წილობრივი მონაწილეობა - 100%), რომელიც სპეციალიზდება საწარმოთა მმართველობით კონსალტინგში და საგამომცემლო ბიზნესში. ამ ფირმის მიერ გამოიცემა ყოველთვიური პროფესიონალური ჟურნალი ფინანსური სფეროს სპეციალისტებისთვისაუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ (გამოდის 2000 წლის იანვრიდან; მთავარი რედაქტორი - გიორგი ცერცვაძე) და ყოველკვარტალური ჟურნალი მენეჯერებისთვისბიზნესი და მენეჯმენტი“ (გამოდის 2004 წლის აპრილიდან; მთავარი რედაქტორი - თემურ იობაშვილი). ეს ჟურნალები ვრცელდება მთელს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რიგით მეორე შვილობილი კომპანიის დაფუძნებასთან ერთად, „ცოდნისა“ გახდა პირველი ჰოლდინგური ტიპის აუდიტური კომპანია საქართველოში.

 

1999 წლის დეკემბერი - ჩაატარა სააქციო საზოგადოებათბილღვინო“-ს კონვერსია (აღრიცხვა-ანგარიშგების გადაყვანა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით). ეს იყო ერთ-ერთი პირველი სრულადჩატარებული კონვერსია საქართველოში. შემდგომში, 2000-2001 წლებში შპს აუდიტურმა კონცერნმაცოდნისა“-მ ჩაუტარა კონვერსია რამდენიმე ათეულ საწარმოს, რომელთა შორის იყვნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებიც - სსგერგეთი“, სსინფოკომიდა შპსსაქაერონავიგაცია“.

 

2001 წლის დეკემბერი-2002 წლის თებერვალი - საერთაშორისო აუდიტურ კომპანიასთან "MAZARS"-თან ერთად, ერთობლივად ჩატარებული იქნა შპსქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიისსაერთაშორისო აუდიტორული შემოწმება.

 

2002 წლის აპრილი- შპს აუდიტური კონცერნიცოდნისაგახდა გამარჯვებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩატარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისთვის აუდიტური კომპანიების შერჩევის მიზნით.

 

2002 წლის ივნისი - შპს აუდიტური კონცერნიცოდნისაგახდა პირველი ქართული აუდიტური კომპანია, რომელმაც საჯაროდ გამოაქვეყნა თავისი წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება (5 წლის იუბილესთან დაკავშირებით).

 

2002 წლის დეკემბერი - დააფუძნა შვილობილი აუდიტური კომპანია შპსააფ-კონსალტინგი“ (წილობრივი მონაწილეობა - 100%), რომსაც შემდგომ შეეცვალა სახელი და ეწოდა შპს „ააფ ინტეგრითი“. 2018 წლის ივლისიდან, შპს „ააფ ინტეგრითი“ არის აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების საერთაშორისო ასოციაციის - „Integra International“-ის წევრი.

 

2004 წლის აპრილი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპსსოფტ-ინფო“ (წილობრივი მონაწილეობა - 100%), რომის მიერ ხდება ელექტრონული საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზის - „ააფ-ინფო კონსულტანტისგავრცელება საქართველოში.

 

2006 წელი - შპს აუდიტური კონცერნიცოდნისასაქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სარეიტინგო მაჩვენებლების მიხედვით, პირველად შევიდა ქართული აუდიტური კომპანიების საუკეთესო თეულში.

 

2007 წლის ნოემბერი - ბათუმში გაიხსნა შპს აუდიტური კონცერნიცოდნისა“-ს წარმომადგენლობა, რომელიც 2013 წელს გარდაიქმნა ბათუმის ფილიალად.

 

2007 წელი - შპს აუდიტური კონცერნიცოდნისა“-ს კონსოლიდირებულმა ამონაგებმა (ფასს-ებით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით) დღგ-ის გარეშე პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ლარს.

 

2007-2008-2009 წლები - შპს აუდიტური კონცერნიცოდნისაოფიციალური სარეიტინგო მაჩვენებლების მიხედვით მუდმივად ხვდება ქართული აუდიტური კომპანიების საუკეთესო თეულში.

 

2010 წელი - შპსცოდნისა“-მ მოიგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი ოთხი უმსხვილესი სსიპ-ის („სამოქალაქო რეესტრი“, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, „აღსრულების ეროვნული ბიუროდასაქართველოს ეროვნული არქივი“) აუდიტზე და ჩაატარა მათი აუდიტორული შემოწმება.

 

2010 წლის აპრილი-2012 წლის იანვარი - განხორციელდა ცვლილებები კომპანიის მენეჯმენტში: შპსცოდნისა“-ს დირექტორებად დაინიშნენ ნინო კალანდია და ფრიდონ ალშიბაია. შპსააფ-კონსალტინგი“-ს დირექტორად დაინიშნა ნინო კალანდია, ხოლო შპსააფ-მენეჯმენტი“-ს გენერალურ დირექტორად - ფრიდონ ალშიბაია.

 

2011 წლის აგვისტო - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპსააფ-კაპიტალი“ (წილობრივი მონაწილეობა - 56%), რომლის დირექტორად დაინიშნა ნინო კაჭარავა. ამ ფირმის ბაზაზე გაიხსნა სასწავლო ცენტრი და დაიწყო სწავლება AAFC სასწავლო-სასერტიფიკაციო პროგრამებით.

 

2011 წელი - შპს აუდიტური კონცერნიცოდნისაჩართული იქნა როგორც A კატეგორიის ფირმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირთა სიაში.

 

2011-2013 წლები - შპსცოდნისა“-ს წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდნენ მეკავშირე  ფირმები: შპსადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაცია“ (იურიდიული მომსახურება; დირექტორი - გიორგი ბოჭორიშვილი), შპსიმერ-ინფო“ (საკონსულტაციო მომსახურება; დირექტორი - ბექა დოღონაძე) და შპსაბსცისა“ (პროგრამული უზრუნველყოფა; დირექტორი - გიორგი მეფარიშვილი).

 

2012 წელი - გაიხსნა რეგიონული ცენტრი დასავლეთ საქართველოში (. ქუთაისში), რომლის დირექტორად დაინიშნა ბექა დოღონაძე.

 

2012 წელი - შპს აუდიტური კონცერნიცოდნისაგახდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური სპონსორი.

 

2012 წელი - შპსცოდნისა“-ს ინდივიდუალურმა (არაკონსოლიდირებულმა) ამონაგებმა დღგ-ის გარეშე პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ლარს.

 

2013 წელი - გაიხსნა ფილიალი თელავში, რომლის დირექტორად დაინიშნა ანა ღვინეფაძე.

 

2013 წლის 7 დეკემბერი - შემოსავლების სამსახურმა ჩაატარა ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირთა ტესტირება, რომელშიც მონაწილეობდა 649 კანდიდატი (მოქმედი აუდიტორები და საგადასახადო კონსულტანტები). გამსვლელი საგამოცდო ქულა იყო 70%. ამ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა შპს აუდიტური კონცერნიცოდნისა“-ს გენერალური დირექტორი გიორგი ცერცვაძე. ამასთან, გიორგი ცერცვაძის მიერ ნაჩვენები შედეგი 90% აღმოჩნდა საუკეთესო გამოცდაზე მონაწილე ყველა კანდიდატის შედეგებს შორის.

 

2014 წელი - შპს „ცოდნისა“ ჩართული იქნა საქართველოს მთავრობის 05.09.2012 წ. N 360 დადგენილებით განსაზღვრულ დამატებითი უფლებამოსილების მქონე აუდიტურ კომპანიათა რეესტრში.

 

2013-2014-2015 წლებ - შპსცოდნისა“-ს წლიური ინდივიდუალურ (არაკონსოლიდირებულ) ამონაგებდღგ-ის გარეშე კვლავ აჭარბებს 1 მილიონ ლარს და ის ლიდერი ქართული აუდიტური კომპანიების ათეულშია.

 

2016 წლის დეკემბერი - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შპს „ცოდნისა“-ს მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ) აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება.

 

2017 წლის დეკემბერი - 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოიცა წიგნი „ააფის კითხვა-პასუხი - 5 წელი (2013-2017)“, რომელიც მოიცავს ამ წლების განმავლობაში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ რედაქციაში შემოსულ მკითხველთა დაახლოებით 1000 შეკითხვას საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე და მათზე გაცემულ პასუხებს.

 

2017 წლის დეკემბერი - შპს „ცოდნისა“-ს ჩაუტარდა ხარისხის კონტროლის მონიტორინგი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერდა მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მიენიჭა მე-3 ხარისხის კატეგორია.

 

2016-2017 ლები - შპსცოდნისა-მ წლიური ინდივიდუალურ (არაკონსოლიდირებული) ამონაგების მაჩვენებლის მიხედვით, ზედიზედ ორჯერ დაიკავა მე-8 ადგილი ქართული აუდიტური კომპანიების რეიტინგში (ოფიციალური მონაცემების მიხედვით).

 

2018ლი - შპსცოდნისა-ს წლიურმა ინდივიდუალურმა (არაკონსოლიდირებულმა) ამონაგებმა დღგ-ის გარეშე გადააჭარბა მილიონ ლარს.

 

ჩვენი ბიზნესი ლეგალურია;

ჩვენი პრინციპულობა - ცნობილი;

ჩვენი საქმიანი გამოცდილება - მრავალფეროვანი;

ჩვენი წარმატებები - რეალური.

 

 

ითანამშრომლეთ ჩვენთან!