უპირატესობა შედეგია ცოდნისა

შპს აუდიტური კონცერნი ცოდნისა-ფილიალები

საქართველოს რეგიონებში მაღალხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, შპს აუდიტურმა კონცერნმა „ცოდნისა“-მ ჯერ კიდევ 2007 წელს გახსნა თავისი წარმომადგენლობა ქ. ბათუმში. ეს წარმომადგენლობა 2013 წელს, ოფისის შეძენის შემდეგ, გარდაიქმნა ბათუმის ფილიალად. დაახლოებით იმავე პერიოდში, 2012-2013 წლებში გაიხსნა ფილიალები ქ. ქუთაისში და ქ. თელავში, რასაც წინ უძღოდა ოფისების შეძენა ამ ქალაქების ცენტრალურ უბნებში.

 

სადღეისოდ, კომპანიის სამივე რეგიონული (იმერეთის, აჭარის და კახეთის) ფილიალი წარმატებით ფუნქციობს. შედეგად, დასავლეთ საქართველოს და კახეთის მეწარმეებს აქვს საშუალება, ისარგებლონ ჩვენი მომსახურების სრული სპექტრით ადგილზევე, თბილისში ჩამოუსვლელად. იმავდროულად, სამივე ფილიალის მუშაობის ხარისხი მუდმივად კონტროლდება სათაო ოფისის მიერ. რეგიონული ფილიალების მიერ უკვე განხორციელებულია რამდენიმე ათეული პროექტი.

 

იმერეთისა და აჭარის ფილიალებს ხელმძღვანელობს ბექა დოღონაძე, 579-31-02-02, ხოლო კახეთის ფილიალს - ანა ღვინეფაძე, 579-30-87-87.

 

იმერეთის ფილიალი - ქუთაისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N 4-6.

აჭარის ფილიალი - ბათუმი, გორგასლის ქ. N127, ბინა 63.

კახეთის ფილიალი - თელავი, ერეკლე II ქ. N2, ბინა 7.