შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს პარტნიორთა ბიოგრაფია
გიორგი ცერცვაძე
დაიბადა 1965 წლის 31 აგვისტოს ქ. თბილისში.
1982 წელს დაამთავრა ქ. თბილისის აკად. ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა.
1989 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებში იყო სახელობითი (ლენინური) სტიპენდიანტი, პროგრამირებაში საერთო-საკავშირო სტუდენტური ოლიმპიადების ორგზის მონაწილე და ლაურეატი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. მოსკოვში. 1990-1992 წლებში – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მ.ვ. კელდიშის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტია.
ამავე ინსტიტუტში 1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მათემატიკური მოდელირების სპეციალობით. არის 10 სამეცნიერო შრომის ავტორი.
1993-97 წლებში ეწეოდა საბუღალტრო და აუდიტორულ საქმიანობას ქ. მოსკოვში, მუშაობდა სხვადასხვა კომერციულ ფირმებში ბუღალტრად და საგადასახადო კონსულტანტად, მათ შორის ТОО "Карпе Дием"-ის მთავარ ბუღალტრად და ЗАО "Ин-Аудит"-ის აუდიტორად.
საქართველოში დაბრუნებისთანავე, 1997 წლის ივნისში დააარსა აუდიტური კომპანია – შპს „ცოდნისა“ დადაფუძნებიდან დღემდე ამ ფირმის გენერალური დირექტორია. არის შპს „ცოდნისა“-ს შვილობილი კომპანიების: შპს „იბერ-ინფოს", შპს „ააფ-მენეჯმენტის“, შპს „ააფ ინტეგრითის“, შპს „სოფტ-ინფოს“, შპს „იმერ-ინფოს“ და შპს „ააფ-კაპიტალის“ დაფუძნების ინიციატორი და ხელმძღვანელი, საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის – ქართული „ინფო ბუღალტერის“ შექმნის ინიციატორი, ორგანიზატორი და თანაავტორი.
2000 წლის იანვრიდან დღემდე ყოველთვიური პროფესიული ჟურნალის „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ გამომცემელი და მთავარი რედაქტორია, ხოლო 2004 წლის აპრილიდან – ყოველკვარტალური ჟურნალის „ბიზნესი და მენეჯმენტის“ გამომცემელი.
2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
2000-2008 წლებში კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2011 წლიდან კითხულობს ლექციებს შპს „ააფ-კაპიტალის“ სასწავლო ცენტრში.
არის სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი და აუდიტორი.
საერთაშორისო გამოცდილება
გიორგი ცერცვაძე 1996-97 წლებში უშუალოდ მონაწილეობდა ცნობილი რუსული აუდიტური ფირმის ЗАО "Ин-Аудит"-ის მიერ ჩატარებულ სხვადასხვა რუსული კომპანიების აუდიტორულ შემოწმებაში. ერთობლივი აუდიტი ჩაუტარდათ შემდეგ კომპანიებს:
• სააქციო საზოგადოება "Товары Органического Cинтеза" (ქ. მოსკოვი, ქიმიური მრეწველობა);
• სააქციო საზოგადოება "Xимконверс" (ქ. მოსკოვი, ქიმიური მრეწველობა);
• სააქციო საზოგადოება "Алагро" (ქ. მოსკოვი, საბითუმო ვაჭრობა);
• სააქციო საზოგადოება "МиK" (ქ. მოსკოვი, დაზღვევა);
• სააქციო საზოგადოება "Севергазгеофизика" (ქ. ახალი ურენგოი, РАО "Газпром"-ის შვილობილი საწარმო, გეოლოგიური სამუშაოები);
• სააქციო საზოგადოება "PИФ" (ქ. ახალი ურენგოი, მშენებლობა);
• სააქციო საზოგადოება "Миг-Связь" (ქ. ახალი ურენგოი, კავშირგაბმულობა);
• შპს "Уренгойавтотранс" (ქ. ახალი ურენგოი, სატრანსპორტო მომსახურება).
ნინო კალანდია
დაიბადა 1983 წლის 3 მაისს ქ. თბილისში.
2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის აკად. ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა.
2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 2006 წელს – ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2003 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო მუშაობა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისას“ აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
2005 წლის იანვარში დაინიშნა ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორად.
2007-2008 წლებში მუშაობდა სს „HSBC ბანკი საქართველო“-ში ჯერ აღრიცხვის
მენეჯერის, ხოლო შემდგომ ფინანსური კონტროლის / საგადასახადო აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე. ამავე წლებში შეთავსებით აგრძელებდა მუშაობას შპს „ცოდნისა“-ში, რომლის ეგიდით მონაწილეობდა არაერთი საწარმოს აუდიტორულ ან საკონსულტაციო მომსახურებაში.
2010 წლის აპრილში დაინიშნა შპს „ცოდნისას“ და მისი შვილობილი კომპანიის შპს „ააფ ინტეგრითის“ (მაშინდელი სახელწოდება – შპს „ააფ-კონსალტინგი“) დირექტორად.
2010 წლის ივნისიდან არის შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისას“ პარტნიორი.
2016 წ. 29 აპრილიდან არის ACCA-ის წევრი.
2017 წ. ოქტომბერ-ნოემბერში გაიარა „PricewaterhouseCoopers“-ის სატრენინგო კურსი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში.
ფრიდონ ალშიბაია
დაიბადა 1985 წლის 6 ივნისს ქ. ქუთაისში.
2002 წელსდაამთავრა ქ. ქუთაისის #1 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა. სკოლაში სწავლის პერიოდში იყო რესპუბლიკური ოლიმპიადების მონაწილე და ლაურეატი მათემატიკასა და ფიზიკაში.
2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.
2009 წელს გახდა კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრი. 2010 წლიდან სწავლობს ამავე ფაკულტეტის დოქტორანტურაში მათემატიკური ლოგიკის მიმართულებით.
2006 წლის 1 თებერვლიდან 2010 წლის 18 ივნისამდე მუშაობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
2010 წლის 18 ივნისიდან არის შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისას“ პარტნიორი, ხოლო 2012 წლის იანვრიდან – მისი დირექტორია.
2010 წლის ივლისიდან არის შპს „ააფ-მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორი.
2011 წლიდან კითხულობს ლექციებს შპს „ააფ-კაპიტალის“ სასწავლო ცენტრში.
2017 წ. ოქტომბერ-ნოემბერში გაიარა „PricewaterhouseCoopers“-ის სატრენინგო კურსი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში.
მაია ცერცვაძე
დაიბადა 1963 წლის 1 იანვარს ქ. თბილისში.
1979 წელს დაამთავრა ქ. თბილისის აკად. ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა.
1984 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო-მექანიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებში იყო სახელობითი სტიპენდიანტი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დატოვებულ იქნა ტექნიკური ელექტრონიკის კათედრაზე, სადაც წლების მანძილზე ეკავა სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა და კითხულობდა ლექციებს სპეციალურ საგნებში.
1992-1995 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ასპირანტია.
1996 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დარგში მართვის სისტემებისა და გამოთვლითი ტექნიკის ელემენტების სპეციალობით. 1998 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტია.
1997 წლიდან დღემდე – შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს პარტნიორი და შპს „იბერ-ინფო“-ს გენერალური დირექტორია. არის საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის – ქართული „ინფო ბუღალტერის“ თანაავტორი.
2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2004 წელს ჩაააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო სამართალში, ხოლო 2006 წელს - სისხლის სამართალში.
2018 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული ნაშრომი საინფორმაციო ტექნოლოგიებში, მართვის სისტემებსა და გამოთვლით ტექნიკაში, ასევე საავტორო და საპატენტო სამართალში. არის ორი გამოგონების თანაავტორი.