29-30 ივნისს, შპს „ცოდნისა“-მ ჩაატარა ტრადიციული ყოველწლიური გასვლითი ღონისძიება „ცოდნისობა“, რომელიც მიეძღვნა კომპანიის დაარსებიდან 22-ე წლისთავს. ღონისძიება გაიმართა რაჭაში და მასში 50-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა.
„ცოდნისობა-22“-ის მონაწილეებმა დაათვალიერეს ნიკორწმინდა, ბარაკონი, შოვი, მრავალძალი. ისინი ასევე დაესწრნენ ღვინის დეგუსტაციის პროცესს ამბროლაურის რაიონში (სოფ. სადმელი) მდებარე ღვინის ქარხანაში „შატრო ველი“.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა „ცოდნისა“-ს ყოველწლიური პრემიის ლაურეატები, რომლებიც ტრადიციულად ამ ღონისძიებაზე სახელდება. წლევანდელი ნომინანტები გახდნენ აუდიტის უფროსი მენეჯერი ციალა მისაბიშვილი და აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი თამარ წივწივაძე.