2020 წლის 8-9 აგვისტოს, შპს „ცოდნისა“-ს 23 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხონის რაიონში გასვლითი ღონისძიება მოეწყო. კომპანიის თანამშრომლებმა ჯერ სოფელ გორდში მდებარე ოკაცეს კანიონი დალაშქრეს, შემდეგ კი კინჩხას ჩანჩქერი მოინახულეს. საზეიმო ბანკეტი გაიმართა სასტუმრო „ჩიქოვანების მამულში“. ასეთი ღონისძიებები შპს „ცოდნისა“-ში 2010 წლიდან რეგულარულად იმართება. წლეულს მასში 43 თანამშრომელი მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე თანამშრომლის ტრადიციული პრემიებით დაჯილდოვება მოხდა. პრემიები „ტესტირებაში საუკეთესო შედეგებისთვის“ მიიღეს ავთანდილ ასანიძემ და კახაბერ შენგელიამ. ამ უკანასკნელს, ტრადიციული გარდამავალი პრიზი „ბროლის ჭოტიც“ გადაეცა. პრემიით „განსაკუთრებული საქციელისთვის“ მარინა ჯაბადარი დაჯილდოვდა.