მსს ფასს: ფინანსური აღრიცხვის ძირითადი<" /> Tsodnisa.GE - სიახლეები
"ააფ-კაპიტალი" მსს ფასს-ის სალექციო კურსს ატარებს
 27/03/2022

1 აპრილიდან დაიწყება მსს ფასს-ის (IFRS for SME`s) შემსწავლელი კურსი მსს ფასს: ფინანსური აღრიცხვის ძირითადი დებულებები. მსს ფასს - ამჟამად საქართველოში ყველაზე მეტად პოპულარული  საბუღალტრო მეთოდოლოგიაა! მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც მე-2 და მე-3, ასევე მე-4 ზომითი კატეგორიის საწარმოებს

კურსი შედგება 15 ლექციისგან. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საღამოს საათებში, ZOOM პლატფორმის გამოყენებით.

ლექციებს კითხულობენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"- დირექტორები და წამყვანი თანამშრომლები - გიორგი ცერცვაძე (ძირითადი ლექტორი), ფრიდონ ალშიბაია, ნიკოლოზ ედიბერიძე, ლევან ასანიძე და ზვიად გიორხელიძე

მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია!

გამოცდა და სერტიფიცირება: სალექციო კურსის დასრულების შემდეგ ტარდება გამოცდა ტესტირების პრინციპით. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა შესაბამისი AAFC სერტიფიკატები.

დაგვირეკეთ: 239-33-47, 239-33-50; მობ.: (599) 25-47-13 (ნინო კაჭარავა).

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 41, მე-3 სართული (მეტრო "დელისთან").