2024 წლის 16 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება (საქმე № 330210013162326) დავაზე, რომელიც წარმოებდა საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერთან“ დაკავშირებით შპს „იბერ-ინფოს“ სარჩელზე შპს „ეფემ" /> Tsodnisa.GE - სიახლეები
შპს „ცოდნისა“-ს შვილობილმა კომპანიამ - შპს „იბერ-ინფო“-მ 11,5-წლიანი სასამართლო დავა (საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერთან“ დაკავშირებით) გამარჯვებით დაასრულა!
 21/06/2024

 

2024 წლის 16 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება (საქმე № 330210013162326) დავაზე, რომელიც წარმოებდა საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერთან“ დაკავშირებით შპს „იბერ-ინფოს“ სარჩელზე შპს „ეფემჯი სოფტის“ და შპს „ფინანსური მართვის ჯგუფის“ წინააღმდეგ.

ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში ეს სარჩელი, ამით მან ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც შპს „იბერ-ინფო“- სარჩელი ცნობილი იქნა სამართლიანად (ვინაიდან ძალაში დარჩა მანამდე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება) და მოწინააღმდეგე მხარეს, შპს „იბერ-ინფოსთვის“ გადასახდელად დაეკისრა დიდი ოდენობის ჯარიმა მის მიერ 2010-2012 წლებში განხორციელებული ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფისა და საავტორო უფლებების დარღვევის გამო (აღნიშნული გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად).

ამით ეს დავა, რომელიც 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და შესაბამისად, უპრეცედენტოდ დიდხანს - 11,5 წლის განმავლობაში გაგრძელდა, დასრულდა შპს „იბერ-ინფო“-ს გამარჯვებით!

შპს „იბერ-ინფო“ არის შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს ერთ-ერთი შვილობილი კომპანია, რომელიც 1997 წლის ნოემბერშია დაფუძნებული და მას შემდეგ საქართველოში ავრცელებს საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერს“. დღეისთვის, ეს საქართველოში ფართოდ გავრცელებული და პოპულარული პროგრამაა.