2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონი. სასწავლო ცენტრი “ააფ-კაპიტალი” ატარებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ სემინარებს.
მიმდინარე წლის 9, 10, 12 და 17 იანვარს ტრენინგები თ" /> Tsodnisa.GE - სიახლეები

უპირატესობა შედეგია ცოდნისა

საპენსიო რეფორმაზე მიძღვნილი თბილისური ტრენინგები
 18/01/2019

2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონი. სასწავლო ცენტრი “ააფ-კაპიტალი” ატარებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ სემინარებს.
მიმდინარე წლის 9, 10, 12 და 17 იანვარს ტრენინგები თბილისში გაიმართა. მათზე დეტალურად იქნა განხილული საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საგადასახადო და ბუღალტრული საკითხები, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საპენსიო შენატანების გამოანგარიშებასა და დეკლარირებაზე. აქვე საუბარი იყო საპენსიო სააგენტოს პორტალის (pensions.ge) მუშაობის პრინციპებზე.
ლექტორმა ქეთი მაკარაძემ, თანალექტორებმა გიორგი ცერცვაძემ და ლევან ასანიძემ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე მოახდინეს მსმენელთათვის საპენსიო დეკლარაციის შედგენისა და წარდგენის მთლიანი პროცესის განხილვა.

სხვა სიახლეები
„ცოდნისა“-ს ერუდიტების წარმატება
16.08.2024
2024 წლის ივნისში, შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს გუნდი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ კორპორატიული ბიზნეს-ლიგის მოყვარულთა დივიზიონის სეზონის ჩემპიონი გახდა.
შპს „ცოდნისა“-ს შვილობილმა კომპანიამ - შპს „იბერ-ინფო“-მ 11,5-წლიანი სასამართლო დავა (საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერთან“ დაკავშირებით) გამარჯვებით დაასრულა!
21.06.2024
2024 წლის 16 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება (საქმე № 330210013162326) დავაზე, რომელიც წარმოებდა საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერთან“ დაკავშირებით შპს „იბერ-ინფოს“ სარჩელზე შპს „ეფემჯი სოფტის“ და შპს „ფინანსური მართვის ჯგუფის“ წინააღმდეგ.