სასწავლო ცენტრი ”ააფ-კაპიტალი” (დირექტორი ნინო კაჭარავა) აგრძელებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული სემინარების ორგანიზებას. მორიგი შეხვედრა შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან თელავში, 29 იანვარს შედგა. Tsodnisa.GE - სიახლეები

უპირატესობა შედეგია ცოდნისა

ტრენინგი საპენსიო რეფორმაზე თელავში
 30/01/2019

სასწავლო ცენტრი ”ააფ-კაპიტალი” (დირექტორი ნინო კაჭარავა) აგრძელებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული სემინარების ორგანიზებას. მორიგი შეხვედრა შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან თელავში, 29 იანვარს შედგა.


შეგახსენებთ, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული ახალი კანონი 2019 წლის 1 იანვრიდანაა ძალაში. კახეთში გამართულ ტრენინგს ჟურნალი ”აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების” მთავარი რედაქტორი, აუდიტური კონცერნი ”ცოდნისას” მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე უძღვებოდა. დეტალურად იქნა განხილული საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საგადასახადო და ბუღალტრული საკითხები. არაერთი პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე იქნა ნაჩვენები საპენსიო დეკლარაციის შედგენისა და წარდგენის სრული პროცესი.
მანამდე, სასწავლო ცენტრმა ”ააფ-კაპიტალმა” საპენსიო თემასთან დაკავშირებული სემინარები თბილისში ჩაატარა.

სხვა სიახლეები
„ცოდნისა“-ს ერუდიტების წარმატება
16.08.2024
2024 წლის ივნისში, შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს გუნდი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ კორპორატიული ბიზნეს-ლიგის მოყვარულთა დივიზიონის სეზონის ჩემპიონი გახდა.
შპს „ცოდნისა“-ს შვილობილმა კომპანიამ - შპს „იბერ-ინფო“-მ 11,5-წლიანი სასამართლო დავა (საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერთან“ დაკავშირებით) გამარჯვებით დაასრულა!
21.06.2024
2024 წლის 16 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება (საქმე № 330210013162326) დავაზე, რომელიც წარმოებდა საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერთან“ დაკავშირებით შპს „იბერ-ინფოს“ სარჩელზე შპს „ეფემჯი სოფტის“ და შპს „ფინანსური მართვის ჯგუფის“ წინააღმდეგ.