უპირატესობა შედეგია ცოდნისა

ქუთაისმა დაგროვებითი პენსიის შესახებ სემინარს უმასპინძლა
 05/02/2019

სასწავლო ცენტრი ”ააფ-კაპიტალის” მიერ ორგანიზებული მორიგი გასვლითი სემინარი ქუთაისში ჩატარდა. იმერეთის მთავარ ქალაქში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ სიახლეებზე შეხვედრა მიმდინარე წლის 4 თებერვალს გაიმართა.


საფინანსო დარგის სპეციალისტებისთვის ტრენინგს უძღვებოდა ჟურნალი ”აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების” მთავარი რედაქტორი, აუდიტური კონცერნი ”ცოდნისას” მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე. ცნობილია, რომ ”დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. მასში მთელი რიგი საკითხებისა არსებობს, რომლებიც კვალიფიციური სპეციალისტების მხრიდან დეტალურ განმარტებას საჭიროებს. ლექტორმა მსმენელებს პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე უჩვენა საპენსიო დეკლარაციის შედგენისა და წარდგენის სრული პროცესი. სემინარზე დეტალურად იქნა განხილული საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საგადასახადო და ბუღალტრული საკითხები.


შეგახსენებთ, რომ სასწავლო ცენტრმა ”ააფ-კაპიტალმა” (დირექტორი ნინო კაჭარავა) საპენსიო თემაზე მიძღვნილი სემინარები წლეულს თბილისსა და თელავში უკვე ჩაატარა. უახლოესი ტრენინგის გამართვა 12 თებერვალს, ბათუმშია დაგეგმილი.