2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ”დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებულ სიახლეებზე კიდევ ერთი სემინარი ბათუმში შედგა. სასწავლო ცენტრი ”ააფ-კაპიტალის” მიერ ორგანიზებულ მორიგ მა" /> Tsodnisa.GE - სიახლეები

უპირატესობა შედეგია ცოდნისა

”ააფ-კაპიტალის” მორიგი მასტერ-კლასი ბათუმში გაიმართა
 13/02/2019

2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ”დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებულ სიახლეებზე კიდევ ერთი სემინარი ბათუმში შედგა. სასწავლო ცენტრი ”ააფ-კაპიტალის” მიერ ორგანიზებულ მორიგ მასტერ-კლასს გუშინ ტრადიციულად აუდიტური კონცერნი ”ცოდნისას” მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე უძღვებოდა.


საპენსიო რეფორმის არსი, თეორია, საგადასახადო დაბეგვრა და ბუღალტრული აღრიცხვა - ასეთი იყო სემინარზე განხილული საკითხების ზოგადი ჩამონათვალი. შესაბამისი დარგის სპეციალისტებისთვის ლექტორმა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე საპენსიო დეკლარაციის შედგენისა და წარდგენის სრული პროცესი განიხილა. საუბარი იყო საპენსიო სააგენტოს პორტალის (pensions.ge) მუშაობის პრინციპებზეც.


ცნობისთვის, სასწავლო ცენტრმა ”ააფ-კაპიტალმა” (დირექტორი ნინო კაჭარავა) დაგროვებითი პენსიის თემაზე მიძღვნილი სემინარები, მანამდე თბილისში, თელავსა და ქუთაისში ჩაატარა.

სხვა სიახლეები
შპს „ცოდნისა“-ს შვილობილმა კომპანიამ - შპს „იბერ-ინფო“-მ 11,5-წლიანი სასამართლო დავა (საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერთან“ დაკავშირებით) გამარჯვებით დაასრულა!
21.06.2024
2024 წლის 16 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება (საქმე № 330210013162326) დავაზე, რომელიც წარმოებდა საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერთან“ დაკავშირებით შპს „იბერ-ინფოს“ სარჩელზე შპს „ეფემჯი სოფტის“ და შპს „ფინანსური მართვის ჯგუფის“ წინააღმდეგ.
გიორგი სულამანიძე: "გვინდა შევქმნათ პატარა სკოლა, სადაც მოხდება სტუდენტების დაინტერესება და დატრენინგება"
09.04.2022
ინტერვიუ სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორ გიორგი სულამანიძესთან